28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
არქეოლოგებმა ისრაელში ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ისრაელში ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ის 1500 წლის წინანდელია და მსოფლიოსთვის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი ბიზანტიური მარანია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წელიწადში დაახლოებით 2-3 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოება და დღევანდელი ღაზას ტერიტორიაზე არსებული ანტიკური პორტიდან ექსპორტზე გადიოდა.

არქეოლოგებმა ადგილზე საწნახელის დიდი კომპლექსები, ღვინის 4 დიდი საწყობი, თიხის ჭურჭლის საშრობი ღუმელი და ათიათასობით დოქის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. 

დღის ამბები