28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რატომ არ შეუძლია მშობლიურ ენაზე წერა ბელარუს პოეტს - რას ყვება იულია ტომოფეევა "კურიერთან" ქვეყანაში დამყარებულ შიშსა და ცენზურაზე

ბელარუსი პოეტები - იულია ტიმოფეევა და ალჰერდ ბახარევიჩი საქართველოს სტუმრობენ. ეს არის პოეტების წყვილი, რომლებიც ამავდროულად აქტივისტებიც არიან.

თბილისში ჩამოსვლის მიზეზი, საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობაა, რომელიც ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ვიდრე ბელარუსი პოეტები მწერალთა სახლში ფესტივალის სტუმრებს შეხვდებიან, მანამდე საუბრობენ ბელაურუსში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ცენზურასა და ძალადობის ფორმებზე, რომელსაც რეჟიმი ორ ათწლეულზე მეტია ახორციელებს.

ბელარუსი პოეტი იულია ტომოფეევა საუბრობს შიშზე და იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია წეროს მშობლიურ ენაზე, რადგან ამ შემთხვევაში ციხე გარდაუვალია.

იულიას და ალჰერდს სამშობლოს დატოვება გასულ წელს მოუწიათ, ისინი ახლა ავსტრიაში, ქალაქ გრაცში მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრობენ.

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარავიჩის შემოქმედება მწერალთა სახლში კვირას და ორშაბათს იქნება წარმოდგენილი.

დღის ამბები