28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
14 დღე მე-2 ტურამდე - ვის დაუჭერენ მხარს დამარცხებული ოპოზიციური პარტიები და რა გეგმა აქვთ პოლიტიკურ ძალებს 30 ნოემბრისთვის

ორი კვირა საარჩევნო ადმინისტრაციას ორგანიზებისთვის და ზუსტად ამდენივე დრო საარჩევნო სუბიექტებს მხარდამჭერების მობილიზებისთვის - მე-2 ტურში გადასული მერობისა, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები კამპანიას ააქტიურებენ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გადაწყვეტილებები, ვინც ბრძოლას პირველივე ტურში გამოეთიშა.

ვის დაუჭერენ მხარს დამარცხებული ოპოზიციური პარტიები - ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პარტიების ნაწილმა უკვე გააკეთა განაცხადი ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნაწილს პოზიცია საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია, ნაწილი კი მაგალითად ანა დოლიძე, ამომრჩეველს მოუწოდებს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. 

მე-2 ტურებში "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მხარდაჭერას "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" უცხადებს.

"ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურებში წარმატების ფორმულად ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტების იდეას ასახელებს. პარტიაში ამბობენ, რომ სამომავლო კოალიციური მთავრობების იდეა, მათ ელექტორალურ მხარდაჭერას გაზრდის.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურები, ქვეყნის მასშტაბით 30 ოქტომბერს გაიმართება.

ოპონენტების შანსებს მიზერულად აფასებენ და ყველა ოლქში გამარჯვებისთვის ემზადებიან მმართველი გუნდის წევრები. "ქართულ ოცნებაში" მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არჩევანი განვითარებასა და მათი თქმით, ძალადობას შორის უნდა გაკეთდეს.

დღის ამბები