28 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოეწერა.

ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა "სტარტ ლინკი"" გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას.

აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის რეგიონული მრჩეველი როზი პეტროვი აცხადებს, რომ სტრატეგიული პროექტი წარმატებით დასრულდა.

"წარმატებით დავასრულეთ ეს სტრატეგიული პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტრონული ლიცენზირების პროგრამის განვითარებასა და განხორციელებას. „სტარტლინკი“ ძალიან მნიშვნელოვანი ელექტრონული ლიცენზირების პროგრამაა და ლიცენზიების გაცემაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს შესაძლებლობას მისცემს წვდომა ჰქონდეთ ლიცენზირების აპლიკაციებზე, რომელიც ეხება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექპორტს, იმპორტსა თუ ტრანზიტს საქართველოს გავლით. ეს მათ საქმიანობას უფრო შედეგიანს გახდის და გაზრდის მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას,"-აცხადებს როზი პეტროვი.

დღის ამბები