28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმები ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიამ კამათის ფონზე მიიღო

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმები ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიამ კამათის ფონზე მიიღო. კომისიის ოპოზიციონერი წევრები დარღვევებსა და უკანონო გადაწყვეტილებებზე საუბრობდნენ. მათ შორის საუბარი იყო დარღვევებზე ხმების გადათვლის პროცესში.

ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომისია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდა და ოპოზიციას შეუძლია სამართლებრივად იდაოს.

საბოლოო მონაცემებით, მე-2 ტურში "ენმ"-სა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იბრძოლებენ, საკრებულოში ამ ეტაპზე მანდატების უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მოპოვებული.

საოლქო კომისიებში დღეს განსხვავებული აზრებიც დაფიქსირდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი შემაჯამებელ ოქმებს ხელმოწერებთან ერთად დაერთო. ასეთია, მაგალითად თელავის საარჩვნო ოლქი, სადაც ასევე მეორე ტურის ჩატარება არის საჭირო. აქ ერთმანეთს კონკურენციას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები გაუწევენ. წარმომადგენლობით ორგანოში კი უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. 

დღის ამბები