28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რა ცვლილებებს უნდა ელოდოს საქართველო აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან - პოლიტიკური მხარეების პოზიციები

შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი მომავალ კვირაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ოპოზიციაში შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური გზავნილებიც იქნება. 

"დარწმუნებული ვარ, საუბარი იქნება იმაზე, რომ ამერიკის დახმარება და პარტნიორობა ეფუძნება კონკრეტულ პრინციპებს. აქ უმთავრესია დემოკრატიის განვითარების პრინციპი ქვეყანაში, სადაც უმთავრესი მნიშვნელობა არჩევნებსა და მის დემოკრატიულობას აქვს. მე დიდი იმედი მაქვს, სხვა თემებთან ერთად პოლიტიკური გზავნილებიც იქნება,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი დარწმუნებულია, რომ საუბარი შეეხება მკაფიო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიც არის "ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი". 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს შეხვედრა მართლაც განსაკუთრებული იქნება და ამას გარკვეული შედეგებიც მოყვება

"ეს არა მორიგი, არამედ განსაკუთრებული შეხვედრა და განსაკუთრებული დემონსტრირება იქნება მხარდაჭერა, რომელსაც აშშ ავლენს საქართველოს მიმართ. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრას გარკვეული რეზულტატები მოჰყვება, შესაბამისად, ერთი ნახტომით, აუცილებლად წინ წავა ქვეყანა, დეოკუპაციის მიმართულებით,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

თავდაცვის მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კიდევ ერთხელ აღინიშნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

დღის ამბები