28 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
მეუფე დიმიტრი სულხან მოლაშვილის და ირინა ენუქიძის ვიდეოებს აქვეყნებს - რა კითხვით მიმართავს ის სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე მღვდელმთავრებს?

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის და ირინა ენუქიძის ვიდეობს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მიმართავს.

"შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?" - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში და სულხან მოლაშვილისა და ირინა ენუქიძის ვიდეოებს აქვეყნებს. 

დღის ამბები