28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას" - რა წერია ევროდეპუტატების წერილის პირველად ვერსიაში და ვინ აწერს მას ხელს

ევროპარლამენტარებმა პოლონელი დეპუტატის, ანა ფოტიგას ინიციატივით საერთო განცხადება შეიმუშავეს. წერილი ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, მას ჯერ არც ხელმომწერები ჰყავს, თუმცა დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე გავრცელდა.

მასში ვკითხულობთ, რომ "სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად." წერილის მიხედვით, ევროდეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ "მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე."

ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში განცხადების შინაარსი არ უკვირთ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პარტიის დამფუძნებლის გათავისუფლებაზე. ისინი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც მუშაობენ. 

ევროპარლამენტარების პოზიცია განვითარებული მოვლენების ადეკვატურად მიაჩნიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. 

კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორია და არც ყოფილი პრეზიდენტია გამონაკლისი, ევროპელ კოლეგებს დღეს საქართველოს პარლამენტიდან "ქართული ოცნების" წევრებმა მიანიშნეს. უმრავლესობის დეპუტატებმა ევროპარლამენტართა გზავნილებს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების პოზიცია უწოდეს. 

ამ დრომდე უცნობია, რომელი პოლიტიკური ჯგუფები ან რამდენი ევროდეპუტატი მოაწერს აღნიშნულ წერილს ხელს.

 

დღის ამბები