დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი სასიკვდილოდ მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დევიდ ამესი ამომრჩევლებს ხვდებოდა. ბრიტანელი კანონმდებელი ადგილზე დაიღუპა.
საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცივი იარაღი ამოიღო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ამესი პირველად პარლამენტში 1983 წელს აირჩიეს. ის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა.