28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
დაჯარიმდება თუ არა გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევის გამო

გიგი უგულავა, შესაძლოა, კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდეს. ეს კითხვა ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუსვეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ პოლიტიკოსმა კარანტინის წესები დაარღვია, ის აუცილებლად დაჯარიმდება. 

ცნობისათვის, გიგი უგულავას, რომელიც გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მან გუშინვე განაცხადა, რომ აქციაზე გასვლამდე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსმა facebook-ის საკუთარ გვერდზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები