28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ვიცი ის, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე - ნინო ლომჯარია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ომბუდსმენი თვალს ადევნებს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დაინტერესებულია ექსპრეზიდენტთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.

ომბუდსმენის თქმით, მას პირადად არ უნახავს სააკაშვილის ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, რის საფუძველზეც ის პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვდა.

"პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ განცხადება იყო არასწორად დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან. ვიცი ის, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე, ახლა კი, ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას,"- აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.  

დღის ამბები