28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ენმ-ს აქციისას საკრებულოს შენობაში ნანახი ტექნიკური საშუალებების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკრებულოს შენობაში განთავსებულ აპარატურაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ტექნიკა პოლიციასთან რადიო და მობილური კომუნიკაციის გამართული მუშაობისთვის გამოიყენება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას და აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. 

 



დღის ამბები