28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
დღეიდან დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - როდის აღდგება მოძრაობა 

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

"საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, მირიან მეფის ქუჩიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გამსვლელ გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ-მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, დატბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები