28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
პრეზიდენტი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გი რაიდერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გი რაიდერს შეხვდა.

მხარეებმა დასაქმების, შრომისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მიმართულებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ტექნიკური დახმარების პროგრამების მოცულობის გაზრდის საკითხი დასვა, რაზეც ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა.

დღის ამბები