28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. აქცია მომღერალმა ლექს-სენმა გახსნა, შემდეგ კი სცენა პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლას დაეთმო. 

აქცია 6 საათისთვის დაიწყო, ამ დროისთვის არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

რაც შეეხება გეგმებს, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, გადაინაცვლებენ თუ არა აქციის მონაწილეები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის დაპატიმრებული. 

დღის ამბები