28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს - მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა

"ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს - მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

პარტიამ მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა - დილიდან თბილისის ცენტრისკენ სხვადასხვა რეგიონიდან ავტოკოლონებით ჩამოდიან.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები, ჯერჯერობით, არ დაწყებულა, აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანი მთლიანად შევსებული აქვთ. 

"დღევანდელი დღე არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიაც, რომელიც აცხადებს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმთავრესია. 

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამას უკვე მტკიცებაც არ სჭირდება. პრემიერი იმუქრება, თუ აქტიურობას არ შეწყვეტთ, საქმეებს დავუმატებთო. იმუქრებოდა, რომ შეეძლო საქართველოდან წასულიყო და არ დავაკავებდითო. სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არ არის. ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებს არ ატარებენ იმიტომ, რომ არ უნდათ მეორე ტურამდე საზოგადოების წინაშე სააკაშვილის პირდაპირ წარდგენა. აქედან გამომდინარე, ყველა ქართველის ვალია მესამე პრეზიდენტი ამ პოლიტიკური ტყვეობიდან გამოიხსნას,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები