28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ცოცხები, ხელჯოხები და შეძახილები არაადამიანურ მოპყრობაზე - აქცია და კონტრაქციები რეგიონებსა და თბილისში

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე თბილისის მიმართულებით რეგიონებიდან "ნაციონალური მოძრაობის " წევრები და მათი მხარდამჭერები დილიდან დაიძრნენ.  მსჯავრდებული პრეზიდენტის ზუგდიდიდან წამოსულ მხარდამჭერებს კონტრაქციით დახვდნენ აბაშაში. მოქალაქეებმა კოლონა ცოცხებისა და ყავარჯნების კორიდორში გაატარეს.

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, რომლებიც კოლონით თბილისის მიმართულებით დაიძრნენ, ცოცხებით გამოაცილეს იმერეთიდანაც. კონტრაქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა გაუმართლებელია. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მათი მთავარი იდეა თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

ცოცხების კორიდორში გავლა მოუხდათ აქციისთვის დაძრულ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს გორიდან. 

დღის მეორე ნახევარში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაიძრნენ კახეთიდანაც. აქციის მონაწილეების თქმით, მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა. პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ცოცხებით და ხელჯოხებით დახვდნენ თელავსა და გურჯაანშიც.

დღეს დილიდან ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად თბილისის მიმართულებით კოლონები დაიძრნენ აჭარიდან, გურიიდან, ფოთიდან და ახალციხიდან. მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩამოსული "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ბოლო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც მათ პარტიის ლიდერებიც დახვდნენ. 

დღის ამბები