28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება - საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციიდან მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ  ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება. 

დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს. 

აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. 

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. 

აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები