6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა სროლის შედეგად ბეირუთში. ცეცხლი გაუხსნეს ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება "ჰეზბოლას" მხარდამჭერებს, რომლებიც საპროტესტო აქციისკენ მიემართებოდნენ. ისინი ბეირუთის პორტში შარშან მომხდარი აფეთქების საქმეზე დანიშნული მოსამართლის მოხსნას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა.
გასული წლის 4 აგვისტოს ასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი რომელიც პორტის საწყობში იყო შენახული აფეთქდა, რის შემდეგაც დაიღუპა 215 და დაშავდა 7 ათასი ადამიანი.