28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური კომპონენტი იკვეთება - გრიგოლ გეგელია

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარი, თუმცა განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური კომპონენტი იკვეთება.

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის სააკაშვილს მუხლებს დაუმატებს, ასევე ის ნათქვამი, რომ პოლიტსაბჭო მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რომელზეც ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ ქვეყანაში მსჯელობს არა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო, არამედ მუშაობს პროოკურატურა, სასამართლო, სახელმწიფო უწყებები და არა პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, ეს გვანიშნებს პირდაპირ, რომ სააკაშვილის საქმეში პოლიტიკური კომპონენტი არის ძალიან მაღალი და დიახ, პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ადგილზე და იმისათვის, რომ დადგინდეს სააკაშვილის დანაშაულებრიობა თუ უდანაშაულობა, ამისთვის უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რომელიც მარჩიელობას კი არ მისცემს გასაქანს, იტყვის, კონკრეტული პირი არის თუ არა დამნაშავე. ჩვენ სისტემური გამოსავალი გვჭირდება, რომ 30 წლიანი წრე უსამართლობისა დასრულდეს,"- განაცხადა "დღის კურიერში" გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები