28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური" - პრემიერ-მინისტრი

"ნაციონალური მოძრაობის" დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,  იმისთვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიულად გააგრძელოს განვითარება, საჭიროა სიმშვიდე და სტაბილურობა.

"მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები