28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ეუთოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა "მიმდინარე დაკავებებზე, დაკარგულ პირთა გადაუჭრელ საქმეებზე, გადაადგილების თავისუფლებისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შეზღუდვაზე", ასევე COVID-19-ის პანდემიასთან რეაგირებასა და უსაფრთხოების კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. მათ ოძისის გადასასვლელ პუნქტზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენა მოითხოვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის დისკუსიიდან გასვლის გამო, რამაც რაუნდი შეაფერხა.

თანათავმჯდომარეებმა ყველა მონაწილეს ძალისხმევისა და ნდობის გაზრდისკენ მოუწოდეს. 

მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 7-8 დეკემბერს გაიმართება.


დღის ამბები