28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ენმ-სა და პარტია "საქართველოსთვის" კოჰაბიტაციას გამორიცხავს. მამუკა მდინარაძის თქმით გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. 

"გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. რადგან, როგორც კი ის "ნაცმოძრაობასთან" შევა მოლაპარაკებაში, მისი მხარდამჭერებიდან, უკვე მხარს ერთი ადამიანიც კი აღარ დაუჭერს. იმ ხალხმა ზუსტად იცის ვის უნდა დაუჭიროს მხარი მეორე ტურში. ჩვენ ყველას ამომრჩევლებს პატივს ვცემთ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა არის მის ხმასთან მიმართებით,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში . 

 

დღის ამბები