28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
არჩევნების დღეს სააკაშვილის გამოჩენით სურდათ რევოლუციური ტალღა შეექმნათ - რას ყვება მამუკა მდინარაძე ენმ-ს პოლიტიკურ სცენარზე

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, როდესაც საქართველოსი ჩამოდიოდა.

მდინარაძე ამბობს, რომ ენმ-ს პოლიტიკური სცენარის მიხედვით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არჩევნების დღეს უნდა გამოჩენილიყო და ამის შემდეგ განვითარებულიყო რევოლუციური სცენარი.

"სააკაშვილის გეგმა იყო სხვა, მისი ჩამოსვლა არჩევნების დღეს უნდა ყოფილიყო - ბევრი ვიდეო, ბევრი სელფი, ახლა, რომ იდება ნელ-ნელა, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ერთ დღეში - არჩევნების დღეს, შემდეგ, თვითონვე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი გამოჩნდება 9-ის 5 წუთზე. ამის შემდეგ უნდა შეეტანათ დაბნეულობა და 8 საათის მერე სააკაშვილის გამოჩენით რევოლუციური ფონი შეექმნათ, ამით მოეხდინათ ფრუსტრაცია ჩვენი წარმომადგენლების და ამომრჩევლის, გარკვეული ტალღის კიდევ უფრო მეტად აგორება და მათი შედეგის გაუმჯობესება.

8 საათის შემდეგ რევოლუციური ტალღა, 10 ათასი ადამიანის გამოყვანა ქუჩაში, მათთან ერთად სააკაშვილის გამოჩენა და ეს რამდენად ქაოტურ სიტუაციას შექმნიდა, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგრამ მათი გეგმები, როგორც ჩანს, ასეთი იყო.

თუმცა, მისმა დაკავებამ და ქართველი სამართალდამცველების კარგმა მუშაობამ ეს გეგმა ჩამოშალა და გადავიდნენ მეორე გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთს ხვალ ვიხილავთ. 

მათ მოლოდინი აქვთ, რომ ხვალ 50-60 ათასი ადამიანი შეიკრიბება, რა თქმა უნდა, ეს ვერ გამართლდება, თუმცა, რაღაცა რაოდენობის ადამიანებს შეკრებენ, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ ექნებათ მუხტის ამწევი შეკრება, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში,"- განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები