28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი... ან აძლიერებ რეჟიმს, ან არა - თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიაზე

​"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ენმ-ის მხარდაჭერის გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად უნდა მიიღონ.

ამ კონტექსტში, თინა ბოკუჩავა კონკრეტულად პარტია "საქართველოსთვის" და მის ლიდერ გიორგი გახაზარიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგად გამოჩნდება, არის ეს გუნდი რეჟიმის წინააღმდეგ, თუ არა. 

"თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი, იცით, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, რომ პირველი ტურის კანდიდატები გამოხატავენ საჯარო მხარდაჭერას ამა, თუ იმ კანდიდატის მიმართ. თუ ეს არ შეუძლია ბატონ გახარიას, საჯარო მხარდაჭერა, მას შეუძლია საკუთარ აქტივს მოუწოდოს და იმუშავოს მათთან.

არ არსებობს ასეთი ცნება - ნახევრად ორსული ქალი, ან არის, ან არ არ არის. აქაც ასეთი არჩევანია ან არის რეჟიმის წინააღმდეგობაში, ან არ არის, ან მოქმედებს რეჟიმის გასაძლიერებლად, ან არ მოქმედებს. ეს არჩევანი მას, გახარიას ვგულისხმობ, არ აქვს მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტური და სადაც ოპოზიციას აქვს გამარჯვების დიდი შესაძლებლობა და შანსი,"- აცხადებს ბოკუჩავა. 

დღის ამბები