28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
რატომ არ უერთდება ენმ-ს პროტესტს დანარჩენი ოპოზიცია - პარტია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას ხვალ მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ საპროტესტო აქციის გამართვას და თავისუფლების მოედნის შევსებას გეგმავს. თუმცა მათ ამის გაკეთება ოპოზიციური პარტიების გარეშე მოუწევთ, რადგან კოლეგები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს ფაქტი მათ უხერხულობას არ უქმნით, რადგან დაგეგმილი დემონსტრაცია მათი თქმით, ზეპარტიული მოვლენაა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივობაში ჩართვას არ გეგმავს "ლელო". საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც". 14 ოქტომბრის აქციის მოთხოვნებს არ იზიარებენ "გირჩსა" და "მოქალაქეებში". 

ხვალ დაგეგმილ პოლიტიკურ აქტივობაში, სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, მონაწილეობას არც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები აპირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერები იმ დანაშაულებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც, მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა.

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ საპატიმროში იმყოფება. 

დღის ამბები