28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
სექსუალური ძალადობა ოჯახში - აღიარებს თუ არა პაპა 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებას 

ძალადობის ისტორია, რომელსაც 13 წლის დაზარალებული ჰყავს - არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი საკუთარმა პაპამ დაამყარა. არსებობს ვერსია, რომ 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ ყველაფერი მშობელს მოუყვა. ამის შემდეგ, მან საქმეში პოლიცია ჩართო. მოზარდი დედასთან ერთად უკვე გამოიკითხა. უკვე ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა. 13 წლის ბავშვს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ცნობილია, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. სექსუალურმა მოძალადემ მიმალვაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებისგან გაქცევა ვერ შეძლო. 

არასრულწლოვანთან მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სოციალური მუშაკი მუშაობს. პროცესში ჩართულია ფსიქოლოგიც.

საქმეში მთავარი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა. სწორედ ამ დოკუმენტით დადგინდა, რა ფორმით იძალადეს 13 წლის ბავშვზე. ოჯახის წევრის გაუპატიურების დანაშაული, რომელსაც დაკავებულს ედავებიან, 15-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები