28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
კახეთში ეპიდვითარება საგანგაშოა - რეგიონის კოვიდკლინიკებში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის 

კახეთში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარება საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა - რეგიონში დადებითობის მაჩვენებელმა 20 %-ს გადააჭარბა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ყველა კოვიდკლინიკა სრულად დატვირთულია და პაციენტებისთვის ადგილი აღარ არის.

"14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი არის 17 %, 7 დღიანი 19 %, ხოლო გასული 24 საათის დადებითობის მაჩვენებელი 20 %-ს ასცდა კახეთის რეგიონში. შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, კახეთის კოვიდჰოსპიტლებში არც ერთი ადგილი აღარ არის, სრულად არის დატვირთული.

ეს კავშირშია, სეზონურად, შემოდგომის გაზრდილ მობილობასთან. მნიშვნელოვანი ზრდა რთველმა გამოიწვია და არ ხდებოდა რეგულაციების დაცვა. პირველივე დღეებში დაიწყო მატება სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. გუშინდელი მდგომარეობით დაკეტილია 39 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა გადაყვანილია ონლაინსწავლაზე,"- განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

დღის ამბები