28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მე-2 ტურში ლიდერები ვიქნებით უბნებზე და გამყალბებელ კომისიის წევრებს გაყალბების საშუალებას არ მივცემთ - ელენე ხოშტარია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ პარტია "დროას" მიერ შეტანილი სარჩელის არდაკმაყოფილებას ელენე ხოშტარია ეხმაურება.

პარტიის ლიდერის განმარტებით, მათი ამოცანაა არჩევნების გაყალბების ხელშეშლა და საარჩევნო უბნებზე მსგავსი პრეცედენტების აღმოფხვრაა.

"დღევანდელი ბრძოლა ხმებისთვის, ეს არის მე-2 ტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მზადება, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებელ კომისიის წევრებს გაყალბების საშუალებას. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რომ მე-2 ტურში არ მივცეთ გაყალბების საშუალება და გრძლევადიანი - რომ გაყალბება ამ ქვეყანაში არ დამკვიდრდეს როგორც ნორმა,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები