კორეული "კალმარის თამაში" ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ შოუდ დასახელდა. BBC-ს ინფორმაციით, დრამას პირველ 28 დღეში 111-მა მილიონმა მომხმარებელმა უყურა.
"ნეტფლიქსის" წარმომადგენელი აზიაში ამბობს, რომ "კალმარის თამაშმა" ყველაზე თამამ ოცნებებსაც კი გადააჭარბა.
9-ეპიზოდიანი სერიალი, რომელიც სექტემბერში გახდა მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი, მოგვითხრობს ადამიანების შესახებ, რომლებიც საბავშვო თამაშებში იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულს 45.6 მილიარდი კორეული იანი ერგება, თუმცა წაგების შემთხვევაში ყველა მოთამაშე კვდება.
თითქმის ერთი თვეა, კორეული შოუს შესახებ საუბრობს ყველა, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავები, სპორტსმენები, მსახიობები...
შოუს მონაწილეებს "ინსტაგრამზე" მილიონობით მიმდევარი შეემატა.