28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ძალადობა 13 წლის შვილიშვილზე - ბაბუის მიერ მოზარდის გაუპატიურების საქმეში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩაერთვნენ

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუის მიერ შვილიშვილის გაუპატიურების საქმეში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩაერთვნენ.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზრუნვის სააგენტო მუშაობს.

"არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად, გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო,“ - წერია განცხადებაში.

სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა.

დღის ამბები