28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი მიმდინარეობს. დღეს შეხვედრის მეორე დღეა. ქართული მხარე ყურადღების გამახვილებას უკანონოდ დაკავებული პირების - მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე აპირებს.

მხარეები, ასევე, განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს უკავშირდება. მსჯელობის თემა იქნება ტერიტორიებზე მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გალის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა.

ქართული მხარე აქცენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც გააკეთებს.

დღის ამბები