28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
რუსეთის აგრესიული ქმედებები, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი გამოწვევა - NATO-ს რეზოლუცია

რუსეთის აგრესიული ქმედებები - როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი გამოწვევა. ლისაბონში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, კრემლის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კიდევ ერთხელ დაგმეს.

NATO-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმით წერია, რომ სიტუაციის მოსკოვის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ხდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დოკუმენტში საქართველოში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას.

ამავე თემაზე
დღის ამბები