28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
საკუთარ გეგმებთან მარტო დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" - რატომ არ უერთდება პარტიის მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიცია

ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა ოპოზიციური პარტია არ იქნებიან. 

ორი დღის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე მისვლას ოპოზიციონერი ლიდერებიდან მხოლოდ პაატა მანჯგალაძე გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" აქციას მხარს არ უჭერს, პოლიტიკოსი ამ ფორმით საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას აპირებს. 

ექსპრეზიდენტის მხარდაჭერას ქუჩაში არ გეგმავს "ლელო". მამუკა ხაზარაძე კონკრეტულ პარტიულ აქტივობაში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა განმარტავს, რომ მომხრეა როგორც სააკაშვილს, ისე სხვა პირებს სამართლიანი სასამართლოს უფლება ჰქონდეთ. 

14 ოქტომბრის აქციას პარტიულ ღონისძიებას უწოდებენ, მოთხოვნებს კი არ იზიარებენ "გირჩსა" და "მოქალაქეებში". პარტიის ლიდერები, სააკაშვილის თანამებრძოლების მიერ დაგეგმილ აქტივობებს ენმ-ის გაძლიერების გეგმის ნაწილს უწოდებენ.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა მმართველი გუნდისთვის. "ოცნებაში" დღეს ექსპრეზიდენტს რეციდივისტიც უწოდეს და აქციაზე მისვლის მსურველებს ის დანაშაულები შეახსენეს, რომლის გამოც სააკაშვილი ახლა სასჯელს იხდის. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი ახლა სასჯელს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

დღის ამბები