28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ყალბი ვიზები 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ - თაღლითური სქემა აშშ-სა და კანადაში უკანონოდ მოსახვედრად, რომლითაც ასამდე ადამიანმა ისარგებლა

დუშეთში მცხოვრებ 33 წლის მამაკაცს დღეს კარგად ამუშავებული ბიზნესი შეუჩერეს. ევროპის გავლით, მექსიკიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალური შესვლის სანაცვლოდ, ის 20 ათას დოლარს იღებდა.

ბოლო ტრანზაქცია დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის გამო ვერ განხორციელდა, თუმცა დაჩი სიანაძეს საზღვარგარეთ უკვე დაბინავებული ჰყავს საქართველოს ათობით მოქალაქე.

დაკავებულს სრული სერვისი ჰქონდა: ყალბი ვიზა, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნა.

საბუთების ნაწილი დღეს მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. თაღლითური სქემის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია, როგორც ჩანს, დიდი ხანია აქვს, რადგან საქმეში ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები დევს.

დაჩი სანაიაძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე დაიწყო - მისთვის წაყენებული ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები