28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
ეს აქცია მხოლოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად არის - მმართველი გუნდი სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მოტივსა და მოთხოვნებს სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. 

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება, თუმცა აქციის მოთხოვნა იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მათი თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა.

"ამ აქციას რაიმე კონკრეტული შედეეგი თავისთავად არ ექნება, იმიტომ, რომ რა მოთხოვნაც მათ აქვთ ამ აქციაზე დაყენებული, არანაირად არ ეწერება აქციის ფორმატში. ამასთან დაკაშვირებით საქართველოს კანონმდებლობა მკაფიო რეგულაციებს იძლევა. ეს აქცია მხოლოდ არის საკუთარი თავის გასამხნევებლად გაკეთებული აქცია,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

"ვერც აქციები და ვერც პეტიციები დანაშაულის გამო პატიმრობამისჯილს ვერ იხსნის, ამიტომ რამდენმაც გინდა ხელი მოაწეროს ამ პეტიციებს და აქციაზე თავი გამოიჩინოს თავისი გამოსვლებით, ეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსგან მისჯილი სასჯელისგან ვერ გაათავისუფლებს. არ აქვს მნიშვნელობა 5 000 კაცი მივა, 2 000 თუ 3 000,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

დღის ამბები