28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
სპეცოპერაცია დუშეთში - შსს-მ დანაშაულის ამსახველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა 

დუშეთში დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად უშვებდა.

სქემის მიხედვით, ბრალდებული სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბ დოკუმენტაციას პოლონეთსა და ჩეხეთში ამზადებინებდა, რის შემდეგაც მსურველებს აგზავნიდა მექსიკაში, მოგვიანებით ისინი შტატების ან კანადის საზღვრებს უკანონოდ კვეთდნენ.

"კურიერის" ექსკლუზიურ ინფორმაციაზე უკვე გაავრცელა განცხადება შსს-მ. როგორც ირკვევა, საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეომასალები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში მოლაპარაკებების პროცესი ჩანს, როგორ უნდა გადაიყვანონ ამერიკასა და კანადაში მოქალაქეები, ასევე  ჩანს თანხის და საბუთების გადაცემის პროცესი.

საგამოძიებო უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა და პოლიციამ ბინის ჩხრეკისას პლასტიკური ბარათები, ასევე პასპორტები და სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

დღის ამბები