28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"აიცერი და მოიგეს" წამახალისებელი ლატარია გრძელდება - 14 სექტემბრიდან დღემდე 740 000 გათამაშდა

"აიცერი და მოიგე" - ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია გრძელდება. უკვე გათამაშებულია 740 000 ლარი. გამარჯვებულები დღესაც გამოვლინდნენ.

უკვე გათამაშდა ოთხი 10 000 ლარის მოგება, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურ გათამაშებაში ყოველდღე თამაშდება 500 და 100 ლარის მოგებები საპრიზო ფონდით 20 000 ლარი, რომელიც 160 ადამიანზე ნაწილდება.

ლატარია 14 სექტემბრიდან იმართება და მასში მონაწილეობს ყველა აცრილი საქართველოს მოქალაქე.

დღის ამბები