28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმაა, ის ბედნიერია, რომ იმყოფება თავის ქვეყანაში - დავით კირკიტაძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თანაგუნდელები, მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

სულ ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო დავით კირკიტაძემ, რომელიც ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. 

"მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის, რომელიც შიმშილობს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის არის ძალიან მხნედ. ახლა იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ თუ არა, უნდა ვსაუბრობდეთ, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და როგორც ეს მას სჩვეოდა, აკეთებდეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა და ჩვენი ხალხი იყოს უკეთესად. მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება, ის ბედნიერია, რომ იმყოფება თავის ქვეყანაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.

დღის ამბები