28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც საგანგაშოა - მარინა ენდელაძე

რა რეალობა დადგება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ  ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა და უფრო მეტი ადამიანი არ აიცრა - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამის ფონზე სპეციალისტები ინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრ მატებას ელოდებიან.  

"რა თქმა უნდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც რომ საგანგაშოა და ამდენი ინფიცირებულის კონტაქტებიც რა თქმა უნდა, მოიმატებს და იქნება ზრდა კიდევ უფრო.

ახლა თითქოს ვამთავრებთ ამ ტალღას თუ იწყება ახალი, არ ვიცი და ამ პერიოდში ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშოა და ძალიან საყურადღებოა. ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს, ინტენსიური შემოსვლებია სტაციონარებში და საკმაოდ მძიმეები.

ამ გართულებული ვითარების ფონზე, ნამდვილად მოიმატა პაციენტთა რაოდენობამ და თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება,“ - აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი სეზონური ვირუსების შესახებაც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ ვითარება გართულდეს. 

"წელს ძალიან სერიოზული სიტუაცია შეიძლება დადგეს, იმიტომ, რომ ზოგადად, როგორც წესი ასეა ხოლმე, რომ როცა ერთ წელს არ არის ვირუსი გავრცელებული, მეორე წელს უფრო მეტად არის," - ამბობს მარინა ენდელაძე.

დღის ამბები