28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დღეს დრამატული მონაცემები დაფიქსირდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლების კუთხით, ქვეყანაში ძალიან დრამატული სიტუაციაა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს. 

"ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს. ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც. როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხოთ ეს ადამიანებს, რატომღაც ისე არ იჯერებენ,"- აცხადებს მარინა ენდელაძე. 

დღის ამბები