28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
კიდურები შეუშუპდა, გართულებული აქვს გადაადგილება - ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებენ 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უფლებადამცველების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ადვოკატი გიორგი გელხაურის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიხეილს სააკაშვილი საჭიროებს პირადი ექიმის მეთვალყურეობას. 

"კიდურები შეუშუპდა, გართულებული აქვს გადაადგილება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.  

დღის ამბები