კიმ ჩენ ინმა "უძლეველი სამხედრო ჯარის" ჩამოყალიბება დააანონსა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, ჯარის სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერება არა ომის წამოწყებას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო თავსახსმის პრევენციას ემსახურება.
ამერიკული მედიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში გასულ თვეს უკვე წარმატებით გამოსცადეს უახლესი ულტრაბგერითი და შორი მოქმედების საკრუიზო რაკეტები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამ დრომდე უარით პასუხობს ჯო ბაიდენის შემოთავაზებას ბირთვული იარაღების შესახებ დიალოგის წამოწყებასთან დაკავშირებით.