28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საქართველოში "ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია იწყება - ვის შეეძლება დამატებითი აცრის გაკეთება

საქართველოში "ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია იწყება - ვის შეეძლება დამატებითი აცრის გაკეთება - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ჩაიტარონ "ბუსტერ" დოზა.

"ცვლილებები ვაქცინაციაზე არის ის, რომ ბუსტერ დოზა დაიშვება 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ.

პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ჩაიტარონ ბუსტერ დოზა. ეს ტარდება, როგორც "ფაიზერის", ასევე "სონავიკა" და "სინოფარმის" ვაქცინით. თუმცა, ბუსტერ დოზა არ ტარდება "ასტრაზენეკას" ვაქცინით,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები