28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"სიძულვილის ენის შემცველი ფაქტები და შეურაცხყოფაა" - ცესკომ სახალხო დამცველს და ქალთა ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახალხო დამცველს და ქალთა ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საქმე ეხება სავარაუდოდ ცესკოს თანამშრომლების მიმართ ზეწოლის ფაქტებს ზუგდიდში.

საარჩევნო კომისისამ ორგანიზაციებს ზეწოლის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალაც მიაწოდა, სადაც ასახულია სიძულვილის ენის შემცველი ფაქტები და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ – აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროების მიერ, ისე სოციალურ ქსელებში.

ცესკოში ზეწოლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად სწორედ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებულ ცილისწამებას განიხილეს.

დღის ამბები