კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 239 მილიონს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში თურქეთში COVID-19-ის 30 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 30 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
1 ნოემბრიდან ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის ტაილანდი. დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა კი შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა.