28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
Facebook-მა Unfollow Everything აკრძალა - რატომ შეეზღუდათ გამოწერის გაუქმების ფუნქცია სოციალური ქსელის მომხმარებლებს

Facebook-მა Unfollow Everything აკრძალა - მომხმარებლები მეგობრების, ჯგუფებისა და გვერდების გამოწერის ერთდროულად გაუქმებას ვეღარ შეძლებენ, ცალკეულად კი, ფუნქცია ისევ იმოქმედებს.

Unfollow Everything იყო ე.წ. გაფართოება, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოვიდა.

ფუნქციის შემქმნელმა, ლუის ბარკლიმ განაცხადა, რომ მისი Facebook და Instagram ანგარიშები დაიბლოკა: 

"Facebook-მა ამიკრძალა სიცოცხლე, რადგან ვეხმარები ხალხს, სოციალური ქსელი ნაკლებად გამოიყენონ"- ამბობს ბარკლი.

მისივე თქმით, ადამიანები მისი მადლიერები იყვნენ, რადგან მათ ცხოვრებაში საკმაოდ შემცირდა არასასურველი ინფორმაციის გავრცელება. 

აპლიკაციის გაფართოების შემდეგ ბარკლი Neuchatel-ის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობდა. კვლევის ფარგლებში დაკვირვება მიმდინარეობდა ადამიანების მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის ცვლილებაზე, რამდენად აისახებოდა Unfollow Everything ფუნქცია ამ ფაქტორზე.

სწორედ კვლევის შედეგი გახდა Facebook-ის მიერ Unfollow Everything ფუნქციის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი.

დღის ამბები