28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება 

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიას ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილს ვენის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი დღეს რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფ ბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც შემდეგ კი პრესკონფერენცია პრესისათვის. ასევე, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.

ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

დღის ამბები