28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ხანძარი და ევაკუაცია დიდუბეში - ცეცხლი კორპუსის პირველ სართულზე, ავტონაწილების მაღაზიის საწყობში გაჩნდა

ღამით თბილისში ხანძარი იყო -  ცეცხლი დიდუბეში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ავტონაწილების მაღაზიის საწყობს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად განადგურდა მაღაზიის დიდი ნაწილი. ადგილზე ხუთი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, მოხდა კორპუსში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება იკვლევს.

დღის ამბები