თანამედროვეობაში გადმოტანილი ანტიკური ხანის ტრაგედია - ძველი ბერძენი დრამატურგის, სოფოკლეს ოიდიპოს მეფე, რომელმაც ასწლეულებს გაუძლო და 21 საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას.
რეჟისორი დავით დოიაშვილი ძველბერძნული სპექტაკლის თანამედროვე ვერსიას 16 ოქტომბერს გააცოცხლებს.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს, როგორ მოერგება ანტიკური ხანის ტრაგედია დღევანდელი ადამიანის პრობლემებსა და სამყაროს გამოწვევებსა.